ADB რიკოთი-ხარაგაულის ალტერნატიული გზის პროექტს $80 მილიონით აფინანსებს


asian-development-bank-and-georgia

აზიის განვითარების ბანკი რიკოთი-ხარაგაულის ალტერნატიული გზის პროექტს 80 მილიონი დოლარით აფინანსებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, საქართველოს მთავრობასა და “აზიის განვითარების ბანკს” შორის სასესხო ხელშეკრულება რატიფიცირებისთვის დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში წარადგინა. პროექტი 50 კილომეტრი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. “აზიის განვითარების ბანკმა” საქართველოს 80 მილიონი დოლარის სესხი 22 წლიანი ვადით გამოუყო.

“ეს არ არის რიკოთოს პროექტი. ეს არის რიკოთის ალტერნატიული გზა ხარაგაულის მხრიდან შემოვლითი გზა, რომელზეც ,,აზიის განვითარების ბანკმა’’ 80 მილიონი დოლარის რესურსი გამოყო. ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ რიკოთის სამშენებლო სამუშაოების დროს ალტერნატიული გზის არსებობისთვის, ასევე იქ არსებული დასახლებული პუნქტების ეკონომიკური განვითარებისათვის”, – განუცხადა გიორგი კაკაურიძემ “საქმის კურსს”.