5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეკვეთილში ზაფხულში გაიხსნება


shekvetili

თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებული 5* სასტუმროს პროექტი შეკვეთილში ზაფხულს გაიხსნება. ფონდში “საქმის კურსს” განუცხადეს, რომ სასტუმროში იფუნქციონირებს 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი ხედით ზღვაზე, საპრეზიდენტო ნომრის ჩათვლით, 2000 მ³ მოცულობის აკვარიუმი, ზღვაში 150 მ-ზე შეჭრილი აუზი, ღია და დახურული საცურაო აუზები წყლის სასრიალო ატრაქციებით, 3500 კვმ. ზამთრის ბაღი. თანაინვესტირების ფონდის ცნობით, სასტუმრო სრულყოფილად იფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს შეეძლებათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა.

სასტუმროს ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $80 მილიონია.

shekvetili-1