2016 წელს სასტუმროებში ირანელი სტუმრების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა


hotel-georgia

2016 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 2539.8 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 37.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. 

საქართველოს სასტუმროებს სტუმართა 65.8% საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სტუმრობდა 34.2% – საქართველოდან. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რუსეთიდან (13.8%) შემოსული სტუმრები. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უმეტესობას პოლონეთიდან (21.1%) და გერმანიიდან (18.1%) შემოსული სტუმრები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უდიდესი წილი თურქეთიდან (24.0%) და ირანიდან (11.8%) შემოსულ სტუმრებს უკავია. 

2016 წელს გასულ წელთან შედარებით, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში სტუმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ირანიდან (6.6-ჯერ), რუსეთიდან 71.2% – ით, თურქეთიდან – 70.0% – ით, უკრაინიდან – 41.4%-ით, გერმანიიდან – 27.9%- ით, პოლონეთიდან – 21.6%-ით, აშშ-დან – 19.4% – ით და სომხეთიდან – 11.9% – ით.