11 თვეში საქართველოს 7 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია


tbilisi

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ნოემბრის თვეში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2017 წლის იანვარი-ნოემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 6,954,932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,081,031-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (ზრდა +18.4%)

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 11 თვეში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3,243,963 შეადგინა, რაც 701,371-ით მეტია 2016 წლის იანვარ- ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.6%).

მისივე ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – ნოემბერში გამოირჩნენ გაერთიანებული სამეფო +39.7%, ავსტრია +35.6%, ნიდერლანდები +32.7%, ესპანეთი +30.5%, საფრანგეთი +29.7% და გერმანია +27.4%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +327.2%, საუდის არაბეთი +165.7%, ქუვეითი +152.4%, ირანი +121.1%, ინდოეთი +66.6%, უზბეკეთი +57.9%, ჩინეთი +53.2%, აშშ +24.2% და სხვა.

2017 წლის იანვარ – ნოემბრის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.9%), სომხეთიდან (+14.9%), რუსეთიდან (+33.4%), თურქეთიდან (-3.2%) და ირანიდან (+121.1%) განხორციელდა.

რაც შეეხება 2017 წლის ნოემბრის თვის სტატისტიკას, ამ თვეში საქართველოს 524,108 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 64,851-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +14.1%).

გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ნოემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 201,056 შეადგინა, რაც 36,044-ით მეტია 2016 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +21.8%).
2017 წლის ნოემბრის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+7.2%), აზერბაიჯანიდან (+11.2%), თურქეთიდან (+6.8%), რუსეთიდან (+35.2%) და ირანიდან (+92.5%) განხორციელდა.

ნოემბერში პოზიტიური ტენდენციაა ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ნოემბრის თვეში გამოირჩნენ: გაერთიანებული სამეფო +34.5%, საფრანგეთი +18.3%, იტალია +14.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +92.5% , ისრაელი +42.3%, ბელარუსი +41.5%, ინდოეთი +40.6%, რუსეთი +35.2%, ა შ შ +19.3% და სხვა.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2017 წლის II კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 658.7 მილიონ დოლარს (ზრდა +27.8%), რაც 143 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,799,989 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +33.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.