10 უმსხვილესი სექტორი, სადაც 2016 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა


invent-in-georgia

„საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, გასულ წელს ყველაზე მეტი – 671.9 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა. 
მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობა 129.5 მილიონი ამერიკული დოლარით, ხოლო მესამეზე – საფინანსო სექტორია 129.0 მილიონი დოლარით. 

განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი სექტორების ჩამონათვალში მოხვდა ასევე: დამამუშავებელი მრეწველობა (124.5 მლნ დოლარი); ენერგეტიკა (117.3 მლნ); უძრავი ქონება (113.6 მლნ); სასტუმროები და რესტორნები (52.4 მლნ);
სამთომოპოვებითი მრეწველობა (49 მლნ); ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (28.8მლნ) და სოფლის მეურნეობა, თევზჭერა (8 მლნ).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2016 წელს 59.4 % შეადგინა.
„საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1 565.9 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა.

 

გასულ წელს საქართველოს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო. 
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანიდან საქართველოში 558 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა. 
მას მოსდევს თურქეთი 203.5 მილიონი დოლარით; ხოლო მესამე ადგილზეა – გაერთიანებული სამეფო – 118.8 მილიონი დოლარით. 
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2016 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 56.2% შეადგინა. 
უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორების ჩამონათვალშია ასევე ნიდერლანდები (97.2 მლნ დოლარი); ლუქსემბურგი (88.3 მლნ); პანამა (75.7მლნ); ჩეხეთი (64.1მლნ); აშშ (53.6მლნ) და ვირჯინიის კუნძულები (44.5მლნ).