ჭიათურაში მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ქარხანა აშენდება


Manganese-ore-enrichment-plant

შპს. „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალ გამამდიდრებელ ქარხანას აშენებს. ქარხანა თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. ამისათვის „ჯორჯიან მანგანეზმა“ ქარხნისთვის ახალი დანადგარები გერმანული კომპანია „ოლ მინერალისგან“ შეიძინა. მხოლოდ ქარხნისთვის გამოყოფილი ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონი დოლარია. საწარმო 3, 4 ჰექტარზე გაშენდება. კომპანიის ცნობით, ქარხანაში „ჯორჯიან მანგანეზის“ 250-მდე თანამშრომელი დასაქმდება. 

„ჭიათურაში მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა ეკოლოგიურ პრობლემებს გადაჭრის და მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან დაიცავს” – განმარტავენ კომპანიაში.

ქარხნის მშენებლობას საფუძველი 2017 წლის სექტემბერში ჩაეყარა 2018 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.