წელს საქართველოში 5009 სამშენებლო ნებართვა გაიცა


georgia-Construction

წლის პირველ ნახევარში საქართველოში 5009სამშენებლო ნებართვა გაიცა. როგორც „კომერსანტი“ წერს, აქედან ყველაზე მეტი ნებართვა თბილისზე მოდიოდა:

  • თბილისი- 2360;
  • აჭარაში – 589 ;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 280 ;
  • ქვემო ქართლი – 639.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 3247 ნებართვა გაიცა  საცხოვრებელ შენობაზე.

სასტუმროს მშენებლობაზე 6 თვეში 158 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18 ნებართვით მეტია.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტის მშენებლობაზე წლის 6 თვეში ჯამში 132 ნებართვა გაიცა, ხოლო სამრეწველო და სასაწყობე შენობაზე 265.