შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილი პროექტი იწყება


repear-road

მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების კომპონენტის ფარგლებში შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილი პროექტი იწყება, – საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. 

ტენდერში გამარჯვებულია კორეული კომპანია, რომელიც 6 თვეში მოამზადებს დეტალურ პროექტებს ისეთი გზების განვითარებისთვის, როგორებიცაა: 

·აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთა; 

·წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამია; 

·სადახლო-ახკერპი – საქართველო-სომხეთის საზღვართან; 

·ასევე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არხილოსკალო-სამთაწყარო, 

·წალენჯიხა-ჯვარი-ჯიხაშკარი; 

·გუფთა-ონი; 

·თბილისი (პანტიანი)-მანგლისი. 

გარდა ამისა, განხორციელდება სხვა მცირე საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია.