ქართული ატმის ექსპორტის შედეგები


export-peach-georgia

მიმდინარე წლის ატმის სეზონი დასრულებულია. ქვეყნიდან ექსპორტირებული ატმის რაოდენობამ 10.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 88 %-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

2017 წლის სეზონზე ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულებამ 4.2 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს ატმის ექსპორტი, 2016 წლის სეზონთან შედარებით, მკვეთრად გაზრდილია. 2016 წელს ექსპორტის მაჩვენებელი 5.8 ათას ტონას, ხოლო ექსპორტის მთლიანი ღირებულება 2.8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (81 %), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (8 %), სომხეთის რესპუბლიკაში (6 %), ასევე უკრაინასა და ყაზახეთში განხორციელდა.

მიმდინარე წელს ატმის საბითუმო ფასი 20-დან 90 თეთრამდე მერყეობდა.