ფოთის ინდუსტრიული ზონის 75 %-იანი წილი ჩინურ კომპანიას CEFC-ს გადაეცა


georgia-china-business-forum

ფოთის ინდუსტრიული ზონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 75%-იანი წილი ჩინურ კონგლომერატს (კომპანიას) CEFC- გადაეცააღნიშნულის შესახებ შეთანხმებას ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი სიემენში გამართული ჩინურქართული ბიზნესფორუმის ფარგლებში მოაწერა.

ბიზნესფორუმზე ქართული დელეგაციის წევრებმა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე ისაუბრეს.

ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.
poti-free-industrial-zone

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას ფოთის ინდუსტრიული ზონის 75 %-იანი წილის ჩინური კონგლომერატის CEFC-ისთვის გადაცემის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს კომპანია CEFC-ის მიერ ფოთის ინდუსტრიული ზონის მართვას.