უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 17.6 პროცენტით იმატა


invest-in-georgia-1

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის III კვარტალში 594.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 17.6 პროცენტით მეტია. მიმდინარე წლის I-III კვარტალში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1 346.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციითვე, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 177.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 116.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ენერგეტიკის სექტორი 72.3 მლნ. აშშ დოლარით.

2017 წლის III კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურის  მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 25.9 პროცენტით, მეორე ადგილზე – თურქეთი 23.3 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფო – 10.7 პროცენტით.