საქართველო-ირანის ტექნოლოგიური თანამშრომლობის ფორუმი გაიმართა


iran-and-georgia

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზატორობით და ტექნოპარკის მხარდაჭერით,  დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში,საქართველო-ირანის ტექნოლოგიური თანამშრომლობის ფორუმი გაიხსნა.
ღონისძიება  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნატო ჩიქოვანმა გახსნეს. ღონისძიებას დაესწრო ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ჰგავამ შაჰიდი, ქალაქ იაზდის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკის ვიცე პრეზინდენტი აჰმად რეზა ფაგჰიჰ ხორასანი და ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიურ საქმეთა ვიცე-პრეზიდენტის, საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ოფისის გენერალური დირექტორის მოადგილე მასუდ ჰაფეზი. 
ირანის ბიზნესდელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ ისეთ სფეროებს, როგორებიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), ფარმაცევტიკა, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სამედიცინო აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობა, სასათბურე მეურნეობა, ინდუსტრიული მანქანა-დანადგარები, სამშენებლო მასალები, წყლის გამწმენდი დანადგარები, ენერგოსისტემა, ნანოტექნოლოგია, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ელექტრონიკა და სხვა.