საქართველოში ფერმერთა სათათბირო შეიქმნა


Agricultural-Council-georgia

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA), ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ფერმერთა სათათბირო ოფიციალურად დააფუძნა. სათათბიროს მიზნებია: ფერმერთა ინეტერსების დაცვა და საკანონმდებლო პროცესებში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საკომუნკიკაციო ჯაჭვის მუნიციპალურ დონეზე გავრცელების გზით. 

 

საკონსულტაციო ორგანოში 60 მუნიციპალიტეტიდან 120 ფერმერი იქნება წარმოდგენილი როგორც რეგიონულ დონეზე, ასევე, საქმიანობის სფეროების მიხედვით.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გეგმავს ფერმერებისთვის სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამების ორგანიზებას, რაც მათ საშუალებას მისცემს მიღებული ცოდნა მოახმარონ საკუთარი რეგიონის განვითარებას; გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე. 

სათათბიროს ფორმირება მოხდა ევროკავშირის მხარდაჭერით, ორგანიზაციის „ქეა – საერთაშორისო კავკასიაში“ მიერ განხორციელებული ENPARD-ის პროექტის „თანამშრომლობა სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ ფარგლებში, და ასევე ორგანიზაცია „ოქსფამის“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.