საქართველოში პოლონურ-ქართული სავაჭრო პალატა შეიქმნა


polish.georgia

პირველად საქართველოში, პოლონურ-ქართული სავაჭრო და ეკონომიკური პალატა შეიქმნა. პალატის შექმნაში, მონაწილეობა მიიღო, სხვადასხვა სექტორში არსებულმა 20-მა პოლონურმა და ქართულმა ორგანიზაციამ. პროცესებში ჩართული იყო, როგორც პოლონეთის საელჩო საქართველოში, ასევე საქართველოს საელჩო პოლონეთში. სავაჭრო პალატის პარტნიორები არიან პოლონური ინვესტიციის და სავაჭრო სააგენტო (Polish investment and trade Agency) და აწარმოე საქართველოში (Enterprise Georgia).

სერვისები, რომელსაც ორგანიზაციები პალატაში გაწევრიანების შემგდეგ მიიღებენ:

1)   ორგანიზაციის გაფართოების გეგმა პოლონეთის ბაზარზე.

2)  პოლონეთში კომპანიის ცნობადობის ეფექტური გაზრდა.

3)  სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრების შესაძლებლობა.

4)  პირდაპირი კონტაქტი სხვა პალატის წევრ კომპანიებთან – პოლონეთში.

5) მიმზიდველი ტენდერების ყოველთვიური ჩამონათვალი პოლონეთში.

6) ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენი – პოლონეთიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს ინფორმაცია.

7) ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს თქვენს ბიზნესს, მათ შორის: თავისუფალი დაშვება CRM- ს სისტემაში.

8) მონაწილეობა პოლონეთის ბიზნეს, კულტურული და ინტეგრაციის ღონისძიებებში.