საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ირანის ქალაქ ზენჯანის სავაჭრო პალატის დელეგაცია სტუმრობს


9999

საქართველოს ბიზნეს გარემოს გაცნობის მიზნით, მიმდინარე წლის 17 ივლისს, ორშაბათს, თბილისს ირანის ქალაქ ზენჯანის სავაჭრო პალატის დელეგაცია  ეწვია.

სამშაბათს, 18 ივლისს, დელეგაციის წევრებმა ბატონი აბუთორაბ ნაზარიანის ხელმძღვანელობით, შეხვედრა გამართეს საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრებთან.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკის განყოფილების წარმომადგენლები, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის დირექტორი, სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის, ნავთობის, პოლიმერების, პლასტმასის და მედიკამენტების სფეროებში მოღვაწე ბიზნესმენები, ქართველი და უცხოელი ექსპორტიორები და იმპორტიორები.

საქართველო-ირანის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკის განყოფილების წარმომადგენლებმა, ზენჯანის სავაჭრო პალატის დელეგაციის წევრებს გააცნეს საქართველოში ეკონომიკური კუთხით არსებული შესაძლებლობები. მხარეებმა გამოთქვეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მზად ყოფნა.

ზენჯანის სავაჭრო პალატის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თბილისსა და მარნეულში. დელეგაციის წევრები საქართველოს 20 ივლისს, ხუთშაბათს დატოვებენ.