საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორი დოკუმენტი გაფორმდა


georgia-and-turkamanstan

საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორი დოკუმენტი გაფორმდა. ერთი შეთანხმება საავტომობილო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობას ეხება და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ათვისებას ემსახურება. დოკუმენტს ქართული მხრიდან ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა.

კიდევ ერთი შეთანხმება კი „ანაკლიის განვითარების პორტსა“ და თურქმენბაშის პორტს შორის გაფორმდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განსაზღვრავს.

„ანაკლიის განვითარების პორტის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, ახალი პორტის მშენებლობის შემდეგ მნიშვნელოვანია ტვირთების მოზიდვა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის თურქმენეთიდან.