საქართველოდან ფქვილი ანგოლას, ირანისა და ერაყის ბაზარზე გადის


flour-georgia

საქართველოდან ფქვილი ანგოლას, ირანისა და ერაყის ბაზარზე გადის.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა  ასოციაციის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოდან 1 096 ტონა ფქვილია ექსპორტირებული. აქედან 904 ტონა ანგოლაში, 48 ტონა ირანში, 144 ტონა კი ერაყში.

ამავდროულად საქართველოში იმპორტირებულია 1 515 ტონა ფქვილი. ძირითადი იმპორტიორი რუსეთია, იმპორტიორებს შორისააა უკრაინა, იტალია და ავსტრია.