საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა


export-and-export

საქსტატის მონაცემებით. 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 352.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16.0 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 255.1 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.6 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 173.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7.9 პროცენტი შეადგინა.

 

import

 

გარდა ამისა, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში 2783.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 32.1 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 911.5 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 1872.4 მლნ. აშშ დოლარი იყო.

 

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32.5 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 41.4 პროცენტი და იმპორტში 29.4 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ოქტომბერში შესაბამისად 27.7, 33.5 და 26.0 პროცენტი).

2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1280.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (929.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (728.0 მლნ. აშშ დოლარი).