რომელ სამინისტროებს ექნებათ ყველაზე მსხვილი ბიუჯეტი 2018 წელს


Government-budget

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 56.2 მლნ ლარით და განისაზღვრა 12 459.5 მლნ ლარის ოდენობით, 

მათ შორის: 

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 9 720.9 მლნ ლარს, მათ შორის: 

• შრომის ანაზღაურება – 1 413.6 მლნ ლარი; 

• საქონელი და მომსახურება – 1 201.3 მლნ ლარი; 

• პროცენტი – 550.0 მლნ ლარი; 

• სუბსიდიები – 445.0 მლნ ლარი; 

• გრანტები – 1 379.0 მლნ ლარი; 

• სოციალური უზრუნველყოფა – 3 492.8 მლნ ლარი; 

• სხვა ხარჯები – 1 239.3 მლნ ლარი. 

რაც შეეხება სამინისტროებს, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე წარდგინების მიხედვით, დაფინანსება შემდეგნაირი იქნება:
 
• ჯანდაცვის სამინისტრო – 3 528.0 მლნ ლარი; 

• რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო -1 815.0 მლნ ლარი; 

• განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 1 186.2 მლნ ლარი;

• საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – 802,0 მლნ. ლარი;

• საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – 569,5 მლნ.ლარი;

• კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 285.3 მლნ ლარი; 

• საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო – 274.8 მლნ ლარი; 

• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 229,5 მლნ. ლარი;

• საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო – 150,0 მლნ. ლარი;
• საგარეო საქმეთა სამინისტრო – 120.9 მლნ ლარი;

• ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო – 96.2 მლნ ლარი; 

• საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს – 82.3;

• იუსტიციის სამინისტროსთვის – 63.0 მლნ ლარი;

• შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1,6 მლნ ლარს; 

ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი