როგორია საქართველოში პირველი გოლფ კლუბი


golf-1

საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის და პრემიუმ კლასის გოლფ კლუბი “თბილისი ჰილს” გუშინ ოფიციალურად გაიხსნა. კლუბი თელეთის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული.

“თბილისი ჰილსის“ გოლფის 18-ფოსოიანი მოედანი 56 ჰა-ზეა მოწყობილი, რომელიც სარეკრეაციო ზონად ითვლება. პროექტი დაიგეგმა და იმართება საერთაშორისო კომპანიების მიერ, როგორებიცაა- Skinest Rail, Kaamos Group და FTT Golf.

 

golf-2
ამ ეტაპისთვის პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 50 მილიონი ლარია.

თუმცა, კომპანია ადგილზე დამატებით 250 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ესტონელი ინვესტორი ოლეგ ოსინოვსკი ახალი დასახლების მშენებლობას გეგმავს, კერძო ვილებით, სასტუმროებით, აუზებით, სკოლებითა და საბავშვო ბაღებით.