რეფორმების მხარდასაჭერად ევროკავშირმა საქართველოს 48.1 მლნ ევრო გამოუყო


Georgia-European

 

ევროკავშირმა საქართველოს 140 მილიონი ლარის (48.1 მილიონი ევრო)  მოცულობის დახმარება გამოუყო გრანტის სახით, 2017 წელს რეფორმების მხრივ მიღწეული წინსვლის საერთო აღიარების საფუძველზე. რეფორმები მოიცავდა შემდეგ სფეროებს: ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარება, პროფესიული განათლება და დასაქმება, სოფლის მეურნეობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია. დახმარება ასევე გამოიყო საქართველოს მართლმსაჯულების სფეროს, საჯარო ადმინისტრირების, საჯარო ფინანსების მართვისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკისათვის. თანხების გამოყოფა ხდება ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მთავრობასთან ერთად ხორციელდება.

 

დამოუკიდებელი ანგარიშების საფუძველზე, ევროკავშირმა შეაფასა მიღწეული წინსვლა მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით თითოეულ ქვემოთ მოცემულ სფეროში და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:

  1. ევროკავშირისაქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცისა (DCFTA) დამცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SMEs) მხარდაჭერა
  2. დასაქმება, პროფესიული განათლება და ტრენინგი
  3. სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება (ENPARD II)
  4. საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული/იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათიმასპინძელი თემების მხარდაჭერა
  5. რეფორმების მხარდაჭერა მართლმსაჯულების სფეროში
  6. საჯარო მმართველობის რეფორმა
  7. საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში
  8. საქართველოში რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა

საბიუჯეტო დახმარება ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტრუმენტია, რომელიც მოიცავს სახსრების პირდაპირ გადარიცხვას პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში. სახსრები გამოიყოფა ყოველწლიურად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წინასწარ შეთანხმებული შედეგები მიიღწევა. მთავრობას მოეთხოვება შეინარჩუნოს მიღწეული შედეგების დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი მაკროეკენომიკური პოლიტიკის, საჯარო ფინანსების მართვის და ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ, რაც მოიცავს ყველა გადასახადს. ამასთანავე, თითოეული პოლიტიკის სფეროში ჩადებულია კონკრეტული მიზნები. მაგალითად ისეთ სფეროებში, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება, განათლება, საჯარო ფინანსების მართვა და ა.შ. თუ ევროკავშირი მიიჩნვეს, რომ ამათგან რომელიმე სფეროში შესრულება არასაკმარისია, იგი აკავებს მთლიანი გადარიცხვის ნაწილს, მანამ სანამ არ გატარდება დამაჯერებელი ზომები.