რას ყიდულობს და ყიდის საქართველო საზღვარგარეთ – პროდუქციის ათეული


export-and-export

2017 წლის იანვარ-ივლისში საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ საექსპორტო ათეულში ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სამკურნალო საშუალებები, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, აზოტოვანი სასუქები, დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა კაკალი წამყვან პოზიციებს იკავებს.

რაც შეეხება იმპორტს, 2017 წლის იანვარ-ივლისში საიმპორტო ათეულში შემდეგი სასაქონლო ჯგუფები დაფიქსირდა: ნავთობი და ნავთობ პროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცეტრატები, სატელეფონო აპარატები, გამომთვლელი მანქანები, სატვირთო ავტომობილები, მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან.