ნატახტარში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა


fruit

ნატახტარში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო გაიხსნა, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულით წელიწადში 50 ტონაზე მეტ სხვადასხვა ხილის ჩირს დაამუშავებს.

საწარმოში ჯამურად 1 700 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 250 000 აშშ დოლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 500 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

კომპანიაში დაინერგება სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – FSSC 22000.

პროდუქცია სრულიად საექსპორტო ბაზრისთვის არის გათვლილი და ევროკავშირის ქვეყნებში გავა ექსპორტზე. საწარმოში 58 ადამიანია დასაქმებული.

fruit-3

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში დაფინანსდა 165 ახალი და 750-ზე მეტი მოქმედი საწარმო. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შეიქმნა 9 ახალი და გაფართოვდა / გადაიარაღდა 9 საწარმო.