“ნაბეღლავი” ჩინეთში გავიდა


export-nabeghlavi-in-chine

“ნაბეღლავი” ჩინეთში გავიდა. კომპანია “წყალი მარგებელის” ექსპორტის მენეჯერი ლევან ჩიქოვანი საქმის კურსთან ამბობს, რომ პირველი კონტეინერი დაახლოებით 1 თვის წინ გაიგზავნა.
კომპანია ჩინურ ბაზარზე გააქტიურებას და სხვა პროდუქტების შეტანას მომავალი წლიდან გეგმავს. ლევან ჩიქოვანის განმარტებით, მომდევნო წლიდან ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდება, რაც კომპანიას ექსპორტის განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
მუშაობა აქტიურდება ირანის მიმართულებითაც. ლევან ჩიქოვანი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ გაგზავნეს საქონელი ირანშიც, თუმცა, აქ დაბრკოლებას მაღალი საბაჟო გადასახადები ქმნის.
ჩიქოვანის თქმით, ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის საბაჟო ტარიფების ცვლილებაზე კონსულტაციები ტარდება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა პროცესი მიმდინარეობს ამჟამად.

 

ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი