კურორტ გოდერძიზე ახალი სასტუმროები აშენდება


hotel-of-georgia-1

კურორტ გოდერძიზე 5 ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ამასთან კურორტზე დაიწყო 1761 მეტრი სიგრძის შიდა საკურორტო გზის მოწყობა და გამოცხადდა თხილამურების და სწრაფი კვების ობიექტების პროექტის ტენდერი.

კურორტზე გოდერძი შემდეგი სასტუმროები აშენდება:

1. სასტუმრო “GOLDMINE”, რომლისთვისაც 100 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განცორციელდება. 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაზე არანაკლებ 50 ადგილობრივი დასაქმდება. მშენებლობის პროცესი 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სასტუმროში განთავსდება რესტორნები, კაფეები, ღია და დახურული საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი და საკონფერენციო დარბაზი.

2. GSP GROUP – 10 4-ნომრიანი კოტეჯი, ორსართულიანი შენობა აიგება. პროექტისთვის 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება დაახლოებით 30 ადგილობრივი. კომპლექსის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება. შენობებში განთავსდება რესტორნები და კაფეები.

3. 45 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი “MOUNTAIN SKY”-სთვის 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება 20 ადგილობრივი. მშენებლობის პროცესი 2019 წლისთვის დასრულდება. სასტუმროში განთავსდება რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნეს ცენტრი.

4. 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის “ირეპალასი“ მშენებლობისთვის 2 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება დაახლოებით 15 ადგილობრივი. მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. განთავსდება რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნეს ცენტრი.

 

  1. “ალიანს პალასის“ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.

    სასტუმროს მშენებლობისთვის 25 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. 100 ნომრიანი სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი “რამადა“ უზრუნველყოფს. მშენებლობის პროცესში 100 ადგილობრივია დასაქმებული.

 

hotel-of-georgia

საერთო ჯამში, კურორტ „გოდერძიზე“ 6 პროექტის განხორციელებისთვის 80 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. შედეგად შეიქმნება 435 ახალი განთავსებისა და 500 სამუშაო ადგილი.