ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც 2018 წელს განხორციელდება


Road-Construction

საინფორმაციო საიტის  http://bm.ge -ის ჟურნალისტის სალომე მეცხვარიშვილის მიერ მომზადებული სტატიის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილია 1 815.0 მლნ ლარი, რაც 557.0 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის დამტკიცებულ მაჩვენებელს.

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის  გამოყოფილია  1 310.8 მლნ ლარი. აღნიშნული პროექტი მოიცავს  თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობას და რეკონსტრუქციას,  აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტს, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობას , ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობას   და სხვა მნიშვნელოვან საგზაო პროექტებს.

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 288.5 მლნ ლარი. გამოყოფილი  თანხის ფარგლებში დაგეგმილია მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რეგიონალური განვითარების პროექტი (კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.

წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 196.0 მლნ ლარი,  რომელიც მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს მათ შორის  წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტს რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროექტების განხორციელება კახეთის შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში და
საკანალიზაციო სისტემების მდგრადი მართვის პროექტს .