ინდოელი ინვესტორები ქუთაისში მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებენ


india-company

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში – ინვესტიციის” მიმართულების მხარდაჭერით, ინდოელი ინვესტორები საქართველოში, ქალაქ ქუთაისში 1.5 მლნ ლარიან საინვესტიციო პროექტს განახორციელებენ, რომელიც შერეული ტიპის, კომერციულ/საცხოვრებელ ობიექტის აშენებას გულისხმობს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში – ინვესტიციის” წარმომადგენლების მხარდაჭერით, კომპანია City Construction დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ახორციელებდა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევას. 

პროექტი, რომლის მშენებლობაც 2018 წლის სექტემბერში დასრულდება, 20-მდე ადამიანს დაასაქმებს. კომპანიის დირექტორის, საურაბჰ ფაჰუჯას განცხადებით, ამჟამად კომპანია თბილისის უძრავი ქონების ბაზრის საინვესტიციო შესაძლებლობებს იკვლევს და უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას საქართველოს დედაქალაქშიც გეგმავს.