ივნისში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა


export

2017 წლის ივნისში ექსპორტირებული საქონლის უდიდესს წილს, 19.9 პროცენტს, სპილენძის მადნები და კონცენტრატები წარმოადგენდა, რომელიც წლიურად 2.2-ჯერ გაიზარდა. საანგარიშო თვეში ექსპორტის მოცულობაზე დიდი ზეგავლენა მოახ­­დინა ფეროშენადნობების ექსპორტის მატებამ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტიდან მიღებული შემოსავლები. 2017 წლის ივნისში ექსპორტის მოცულობაზე დადებითად აისახა ნატურალურ ღვინოებზე და მინერალურ წყლებზე საგარეო მოთხოვნის მატება.

ძირითადი სასაქონლო პროდუქციებიდან ასევე გაიზარდა დაფასოებული სამკურნალო საშუალებებისა და ტრიკოტაჟის ექსპორტი. მოიმატა აზოტოვანი სასუქების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა. 2017 წლის ივნისში ძირითადი საექსპორტო პროდუქციებიდან შემცირდა სპირტიანი სასმელებისა და დაუმუშავებელი ოქროს ექსპორტი. ასევე მოიკლო თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა. წინა წელთან შედარებით საქონლის მიხედვით ექსპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებულია.

export-2