იანვარ-ნოემბერში საქართველოში 13 942 ჰიბრიდული და 641 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა


import-car-hybrid-in-georgia

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 13 942 ჰიბრიდული ტიპის ავტომობილის იმპორტი განხორციელდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მიაწოდა.მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 641 ერთეული ელექტრომობილის იმპორტი მოხდა.

რაც შეეხება, გასული წლის მონაცემებს, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 14 ერთეული ელექტრომობილი იყო იმპორტირებული. თუმცა, მათივე განმარტებით, ეს მონაცემი შესაძლოა, სრულ სურათს არ ასახავდეს, რადგან 2016 წელს ჰიბრიდული და ელექტრომობილების იმპორტისას მათი ცალკე კლასიფიკაცია არ ხდებოდა.