იანვარი – ივლისის მონაცემებით საქართველოს 3,978,657 საერთაშორისო მოგზაური ეწვია


turise-georgia-1

2017 წლის იანვარი – ივლისის თვის მონაცემებით საქართველოს 3,978,657 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 572,195-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა+16.8%)-ია.

იანვარი – ივლისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 1,829,331შეადგინა, რაც 423,816-ით მეტია 2016 წლის იანვარი – ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +30.2%).

 

turise-georgia

 

2017 წლის იანვარ – ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+8.7%), სომხეთიდან (+18.3%), რუსეთიდან (+35.9%), და ირანიდან (+169.5%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – ივლისში გამოირჩნენ ავსტრია +52%, ნიდერლანდები +39%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +29% და საფრანგეთი +26%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან იორდანია +398%, ლიბანი +318%, საუდის არაბეთი +218%, ქუვეითი +185%, ირანი +170% და უზბეკეთი +138%.

ივლისში საქართველოს თითქმის მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია (982.487 ვიზიტორი). წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 28,5%-ით გაიზარდა. ივლისში საქართველოს 519 349 ტურისტი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 32,9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

პირველ კვარტლში უცხოური ტურიზმიდან 23,3%-ით მეტი შემოსავალი შემოვიდა

2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 434.6 მილიონ დოლარს (ზრდა +23.3%), რაც 82 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +0.8%-ია.

2017წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა951,335 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით  +33.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.