თიბისი ბანკმა EIB ჯგუფთან 94 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი


tbc-bank-and-euro

თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან (EIB Group) 94 მილიონი ევროს ღირებულების ორ საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

 80 მილიონი ევროს ღირებულების საგარანტიო ხელშეკრულება „ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის“ (InnovFin) საქართველოში ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას მოხმარდება. ხოლო 14 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება „ევროკავშირი ბიზნესისთვის“(EU4Business) ითვალისწინებს  მიკრო საწარმოების განვითარების ხელშეწყობას.

„InnovFin“ საგარანტიო ხელშეკრულება დააზღვევს თიბისი ბანკის მიერ გაცემული თითოეული სესხის 50%-ს. ხოლო, მეორე საგარანტიო შეთანხმება „EU4Business“  კი გაცემული  სესხის –  70%-ს.