თბილისს ახალი 60-ნომრიანი სასტუმრო შეემატება


hotel-amiran-plaza-2

12 ოქტომბერს, თბილისში, სააკაძის მოედანზე ახალი 60-ნომრიანი სასტუმრო „ამერი პლაზა“ გაიხსნება. 17-სართულიანი კომპლექსი მოიცავს როგორც სასტუმრო ნომრებს, ისე აპარტამენტებს და საოფისე ფართებს. სასტუმროს ჯამური ინვესტიცია $9 მლნ-ია და ის მთლიანად ქართული ინვესტიციებით აშენდა. ინვესტორი კომპანია „ამერი დეველოპმენტია“, რომლის დამფუძნებელი კომპანია „ჯითი მოტორსია“. სასტუმროს მართვას კი, შპს „ამერი პლაზა-ჰორეკა ჯგუფი“ განახორციელებს. როგორც „საქმის კურსს“ „ამერი პლაზა-ჰორეკა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა, სასტუმროში განთავსების ფასი 100 ლარიდან 400 ლარამდე იქნება და ღირებულებაში საუზმეც შევა.
hotel-amiran-plaza