ვანის მუნიციპალიტეტში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება


tea-factory-1

ვანის მუნიციპალიტეტში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რომელიც დაუფასოებელი და ბიო ჩაის წარმოებას უზრუნველყოფს. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ფერეთა ჩაი“-ს 25 წლის ვადით იჯარით გადასცა ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერეთასა და ფერეთას საკრებულოში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 18 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ქონება შპს „ფერეთა ჩაი“-ს „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაეცა. 

„ფერეთა ჩაი“ სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 36 თვის ვადაში შექმნის ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს, რომელიც ყოველწლიურად, ყოველ ერთ 1 ჰექტარზე მინიმუმ 500 კგ. დაუფასოებელ ჩაის, ხოლო ბიოწარმოების შემთხვევაში, ყოველ 1 ჰა-ზე 250 კგ. პროდუქციის დამზადებას შეძლებს. 

„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კომპანიას ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულების 70 პროცენტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს.