ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის EBRD-მა საქართველოს 28 მილიონი ევრო გამოუყო


bank-EBRD

EBRD-ის მხარდაჭერით, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი – კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება“ დაფინანსების მიზნით.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შეთანხმების თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს გამოუყოფს 28 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მიმართული იქნება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის.
პროექტის განხორციელება 2018-2021 წლებშია დაგეგმილი, ხოლო პროექტის შპს „ენგურჰესია“.