დმანისის ტერიტორიაზე 500 ჰექტარ ფართობზე მესაქონლეობის ფერმა მოეწყო


Farm-animal-husbandry

დმანისის მუნიციპალიტეტში ლატვიელმა ინვესტორმა მესაქონლეობის დარგში მსხვილი ინვესტიცია განახორციელა. დმანისის ტერიტორიაზე 500 ჰექტარ ფართობზე მესაქონლეობის ფერმა მოეწყო. ლატვიელმა ინვესტორებმა 354 სული სახორცე – ,,ყალმუხეთის“ ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი ჩამოიყვანეს.

დმანისში მსხვილფეხა რქოსანის პირუტყვის ბოლო პარტიის ტრანსპორტირება დღეს დასრულდა. პროცესს ადგილზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ღურწკაია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადევნებდნენ.

 

Farm-animal-husbandry-1

 

ბუნებრივ პირობებში მოწყობილ ფერმაში 10 ადამიანი დასაქმდა. მეორე ეტაპზე კი იგეგმება ამავე ,,ყალმუხეთის“ ჯიშის ცხვრის შემოყვანა დმანისში.