ბიზნესის ბრუნვის 70% თბილისზე მოდის


business-in-georgia

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,7%-ით გაიზარდა და 18,6 მილიარდი ლარი შეადგინა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

ქ. თბილისი – 70.2%,

აჭარის ა.რ. – 8.1%,

ქვემო ქართლი – 6.1%,

იმერეთი – 4.6%,

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.1%

 

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

 

ქ. თბილისი – 65.0%,

აჭარის ა.რ. – 8.9%,

ქვემო ქართლი – 6.9%,

იმერეთი – 5.2%,

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.7%.

 

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:

 

ქ. თბილისი – 64.0%,

აჭარის ა.რ. – 9.3%,

იმერეთი – 7.0%,

ქვემო ქართლი – 5.5%,

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.9%.