ბათუმში გამართულ ბიზნესფორუმს გიორგი მარგველაშვილი და პეტრე პოროშენკო დაესწრნენ


okran

19 ივლისს,ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ბიზნეს ფორუმი ჩატარდა. ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ გახსნა. საინვესტიციო ფორუმს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო დაესწრო.
ფორუმზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალური პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე მეგრელიშვილმა გამართა.
ფორუმის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს  აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე.
ფორუმის მონაწილეებს აჭარის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პოტენციალის გაცნობის საშუალება მიეცათ.
ბიზნეს ფორუმს საქართველოსა და უკრაინაში ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომამდგენლები დაესწრნენ.
ფორუმის ფარგლებში ქართულ და უკრაინულ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართება, სადაც მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.