ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66% შეადგინა


export-and-export

2017 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (731.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (518.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (412.2 მლნ. აშშ დოლარი).

იანვარ-ივნისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა

2017 წლის იანვარ-ივნისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 216.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 17.5 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 153.5 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.4 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 84.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6.9 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იანვარ-ივნისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-ივნისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 285.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 222.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.2 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 182.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.1 პროცენტი).